Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრამ თურქეთში, სულ ცოტა, 51 ადამიანი შეიწირა


ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში, სულ ცოტა, 51 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6 შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრად სახელდება აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ელაზიგის პროვინცია, რომელიც ანკარის აღმოსავლეთით, 550-მდე კილომეტრში მდებარეობს. მთავრობის კრიზისის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 100-მდე ადამიანი, და სახლები დაინგრა ელაზგის, სულ ცოტა, ექვს სოფელში. წინა ცნობებში საუბარი იყო 57 დაღუპულზე, მაგრამ მოგვიანებით ეს რიცხვი შეამცირეს. დღეს მიწისძვრის შესახებ ცნობა გავრცელდა საბერძნეთიდნაც. ბიძგების სიმძლავრე იყო 4,2. მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG