Accessibility links

logo-print

აშშ გეგმისამებრ, 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს ერაყიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანას


ამერიკელმა გენერალმა რეი ოდიერნომ დღეს ბაღდადში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო საეტაპო ნაბიჯი ერაყიდან აშშ-ის საბრძოლო შენაერთების გეგმის შესაბამისად გაყვანის გზაზე. გეგმა ითვალისწინებს ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლას 2011 წლის მიწურულამდე. გენერალმა ოდიერნომ შეაქო ერაყელები „პოლიტიკური პროცესის ძლიერი მხარდაჭერის“ გამო. საპარლამენტო არჩევნების მსვლელობაში ერაყში განხორციელდა თავდასხმები, რომელთაც 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 6200-მდე კანდიდატი იბრძოდა მანდატებისათვის ქვეყნის 325-ადგილიან პარლამენტში. ერაყის ცენტრალური სააჩრევნო კომისიის ცნობით, საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გახდება ცნობილი. კენჭისყრაში 19 მილიონიანი ელექტორატის 62 პროცენტი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG