Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა თავისუფალი ინტერნეტის უზრუნველსაყოფად სანქციებს ამსუბუქებს


ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით ირანთან, კუბასთან და სუდანთან დაკავშირებული სანქციების ნაწილი გაუქმდება, იმისათვის, რომ გაადვილდეს ამ ქვეყნებში ინტერნეტ სერვისების მიწოდება და ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა. ამერიკულ ინტერნეტ კომპანიებს ამიერიდან უფლება ექნებათ ამ ქვეყნებში ონლაინ სერვისების ექსპორტი განახორციელონ - მათ შორის სოციალური ქსელებისა. აქამდე ამერიკული კომპანიები ამ ქვეყნებს მსგავსი ტიპის სერვისებს არ სთავაზობდნენ, რათა არსებული სანქციები არ დაერღვიათ.

XS
SM
MD
LG