Accessibility links

logo-print

საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო


ჟოაო სოარეში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე

ჟოაო სოარეში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე

საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის თავმჯდომარე ჟოაო სოარეში ხელმძღვანელობს. დღეს დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს და ვიცე-პრემიერ-გიორგი ბარამიძეს შეხვდნენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ კვლავ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მონიტორინგისთვის მზად არის. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის შეფასებით, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის არჩევნების მეთვალყურეობა რუსეთის და მისი მხარდამჭერი ძალების მხრიდან პროვოკაციის შესაძლებლობას შეამცირებს. თავად არჩევნებს და მის დემოკრატიულად ჩატარებას ბარამიძემ საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოცდა უწოდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ჟოაო სოარეში პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელსაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გამო, მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტს წარადგენს. წერეთელმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრისას რუსეთის მიერ ვალდებულებათა შესრულების იძულების მექანიზმებსა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.

დაგეგმილილია ჟოაო სოარეშის გამგზავრება წეროვანში, სადაც ის აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა დასახლებაში არსებულ ვითარებას გაეცნობა. დღესვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ბათუმს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
XS
SM
MD
LG