Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ცხინვალთან ახალი შეთანხმების მომზადება დაავალა


პრეზიდენტმა მედვედევმა მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის თაობაზე შეთანხმების ხელმოსაწერად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ცხინვალთან მოლაპარაკება დაავალა. მსგავს შეთანხმებას რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტებმა ხელი თებერვალში მოაწერეს. დოკუმენტში, რომლის ლეგიტიმურობას მხოლოდ მოსკოვი და სოხუმი ცნობენ, ნათქვამია, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად და საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან ბრძოლის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აფხაზურ მხარესთან ერთად ბაზის გამოყენება 49 წლის ვადით შეუძლიათ. შეთანხმება 15 წლით ავტომატურად გაგრძელების პუნქტსაც შეიცავს. წინასწარი ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის იქნება შეთანხმებაც, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევი ხელს, ამჯერად, ედუარდ კოკოითისთან ერთად მოაწერს
XS
SM
MD
LG