Accessibility links

logo-print

საქართველოში ეუთოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო


საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის თავმჯდომარე ჟოაო სოარეში ხელმძღვანელობს. დღეს დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს და ვიცე-პრემიერ-გიორგი ბარამიძეს შეხვდნენ. ჟოაო სოარეში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად გაემგზავრება წეროვანში, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა დასახლებაში არსებულ ვითარებას გაეცნობა. დღესვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გაემგზავრება ბათუმში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
XS
SM
MD
LG