Accessibility links

logo-print

რუსეთის საზოგადოებრივი პალატა მოსკოვში სტალინის სურათების ჩამოხსნას მოითხოვს


რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ მოსკოვის მერიას სთხოვა, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65 წლისთავისთვის რუსეთის დედაქალაქში განთავსდება საინფორმაციო სტენდები სტალინის გამოსახულებით. მოსკოვის მერიის ამ გადაწყვეტილების გამო, ადამიანის უფლებათა დამცველმა არაერთმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს გამართავს. დღეს რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსკოვის მერიის გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც გაუაზრებელი და საზოგადოებრივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ხელოვნურად გამომწვევი. საზოგადოებრივი პალატა აღნიშნავს, რომ დედაქალაქში სტალინის გამოსახულებათა გამოჩენა ბევრი მოსკოველისთვის შეურაცხმყოფელი იქნება
XS
SM
MD
LG