Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარქსიანი სარკოზის შეხვდება


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი დღეს მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან. საფრანგეთი რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად არის ე.წ. "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარე. ეს ჯგუფი ეუთოს მიერ არის მხარდაჭერილი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
XS
SM
MD
LG