Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი ყირგიზეთში ჩავიდა


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი დღეს ყირგიზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი მოჰყვა აშშ-ს მიერ ყირგიზეთში ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის აშენების შესახებ. ცენტრის აშენება ყირგიზეთის სამხრეთში, ბატკენში იგეგმება და მასზე 5,5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. სააგენტო როიტერსი ბიშკეკში აშშ საელჩოზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პეტრეუსი ორი დღის განმავლობაში არაერთ შეხვედრას გამართავს ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG