Accessibility links

logo-print

მიხაილ ლებედევმა ვალტერ კელინის მოხსენება პოლიტიზებულ და არაობიექტურ დოკუმენტად შეაფასა


იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვალტერ კელინის მოხსენებამ, რომელიც მან ცხინვალის რეგიონში ვიზიტის შედეგად მოამზადა, რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. კელინმა მოხსენება წარადგინა გაეროს ადამიანის უფლებათა სესიაზე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა. სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ ლებედევმა ვალტერ კელინის მოხსენება პოლიტიზებულ და არაობიექტურ დოკუმენტად შეაფასა და განაცხადა, რომ ფაქტოლოგიური შეცდომები იწყება სათაურიდანვე, სადაც მოხსენიებულია საქართველო და არა სამხრეთ ოსეთი. კელინის ანგარიშში საუბარია ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზე. რუსეთის წარმომადგენელმა კელინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მოხსენებაში არაფერია ნათქვამი თბილისის აგრესიის უმძიმეს შედეგებზე.
XS
SM
MD
LG