Accessibility links

სააკაშვილისა და ობამას შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ადასტურებს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აპრილში, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ბარაკ ობამას შეხვდება. სააგენტო ინტერპრესნიუსს ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ აშშ-ში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი დაგეგმილია. დღეს გაზეთმა ”კომერსანტმა” გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოს მიერ დაქირავებულმა ამერიკულმა ლობისტურმა ფირმამ ”პოდესტა გრუპმა,” რომელსაც თბილისი ექვს თვეში 300 ათას დოლარს გადაუხდის, ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. თბილისის მიერ ამერიკელი ლობისტების კიდევ ერთი ჯგუფის დაქირავების შესახებ სამშაბათს ინტერნეტ-გამოცემა civil.ge იუწყებოდა. მისი ინფორმაციით, ”პოდესტა გრუპთან” კონტრაქტს საქართველოს ხელისუფლების სახელით, ხელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აწერს. ამ ინფორმაციის კომენტარზე სააგენტო ინტერპრესნიუსს უშიშროების საბჭოში დღეს უარი უთხრეს.
XS
SM
MD
LG