Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: ავღანეთის პრობლემებს უცხოეთის ჯარები ვერ გადაწყვეტენ


ირანის პრეზდიენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, თეირანი არ თვლის, რომ უცხო ქვეყნების ჯარების ყოფნა ავღანეთს მშვიდობას მოუტანს. ქაბულში, თავის ავღანელ კოლეგასთან, ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ, აჰმადინეჟადმა შეერთებული შტატები ავღანეთში „ორმაგი თამაშის“ თამაშში დაადანაშაულა - განაცხადა, ის იმ ტერორისტებს ებრძვის, რომელთა შექმნას მან თვითონვე შეუწყო ხელიო. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს „ავღანეთის მთავრობის და რეკონსტრუქციის“ მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG