Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი: საქართველო ევროკავშირის მიერ სამეზობლოში აქტიურობის მაგალითია


საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, 27-წევრიანი ბლოკის მთავარი პრიორიტეტი თავის „სამეზობლოში სტაბილურობის გაძლიერებაა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების წახალისების გზით.“ ეშტონმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ევროპის პარლამენტის წევრების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა. ევროკავშირის ახალი, უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის მაგალითად მან საქართველო მოიყვანა - სადაც ევროკავშირი შუამავლად გამოვიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულების დადების პროცესში. ეშტონმა 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების შემდეგ ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობაზეც ისაუბრა.
XS
SM
MD
LG