Accessibility links

დალაი ლამა: ჩინეთს ბუდიზმის „განადგურება“ სურს


დალაი ლამამ ჩინეთს ტიბეტში „ბუდიზმის განადგურების“ მცდელობაში დასდო ბრალი. სულიერი ლიდერი ამ განცხადებით ტიბეტელთა მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ 1959 წელს მოწყობილი წარუმატებელი აჯანყების 51-ე წლისთავზე გამოვიდა. ინდოეთში, გადასახლებაში მცხოვრებმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ მთავრობა ტიბეტის მონასტრებში პარტიოტული ინდოქტრინაციის კამპანიას აწარმოებს. იუწყებიან, რომ წლისთავის წინ ტიბეტის დედაქალაქ ლასაში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები. 2008 წლის 14 მარტს იქ ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო - რასაც რეგიონზე პეკინის მხრიდან ზეწოლის გაძლიერება მოჰყვა. პეკინი დალაი ლამას ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ადანაშაულებს. თავად სულიერი ლიდერი კი აცხადებს, რომ მას რეგიონისთვის მხოლოდ გარკვეული ავტონომიის მიღწევა სურს.
XS
SM
MD
LG