Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო იერიშმა პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების ორი იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა. დაზვერვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ავღანეთის მოსაზღვრე დატა ხელის რეგიონში, რომელიც ცნობილია, როგორც თალიბანის და ალ-ყაიდის ექსტრემისტების თავშესაფარი. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეიარაღებულმა პირებმა დღეს თავდასხმა მოაწყეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისზე, რომლის თანამშრომლებიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. საქმე ეხება შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ქრისტიანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას სახელწოდებით World Vision, რომელმაც, მასზე დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანში მუშაობა შეწყვიტა. სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა თავდასხმა დაგმეს, თუმცა, განაცხადეს, რომ არ აპირებენ პაკისტანში თავიანთი საქმიანობისთვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG