Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი მეზობელ პაკისტანს ეწვია თალიბანზე მოსალაპარაკებლად


ავღანეთის პრეზიდენტი ჰაიმდ კარზაი პაკისტანს ეწვია იმ როლზე სასაუბროდ, რომლის შესრულებაც პაკისტანს შეუძლია თალიბანთან მოლაპარაკებაში. პაკისტანს ნათქვამი აქვს, რომ შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა ავღანეთში შერიგების პროცესის ხელშეწყობაში. მანამდე ქაბულმა ისლამაბადს ბრალად დასდო, რომ საკმარის ზომებს არ მიმართავს თალიბანის პაკისტანის ტერიტორიაზე განთავსებული ბაზების წინააღმდეგ. ქაბული მოითხოვს აგრეთვე თალიბანის მაღალი რანგის სარდლის, მოლა აბდულ ღანი ბარადარის და პაკისტანის ციხეებში მყოფი კიდევ 40-ზე მეტი კაცის, მათ შორის თალიბების ექსტრადიციას.
XS
SM
MD
LG