Accessibility links

logo-print

საბერძნეთი მეორე მასობრივი გაფიცვისთვის ემზადება


საბერძნეთის ასობით ათასი მოქალაქე მოქალაქე, ამ თვის განმავლობაში მეორე გაფიცვისათვის ემზადება. პროტესტი საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულმა დაზოგვის პოლიტიკამ, გადასახადების ზრდამ და ხელფასების შემცირებამ გამოიწვია. გაიფიცებიან კერძო და სახელმწიფო სექტორის მუშაკები. პროტესტს შეუერთდებიან პოლიციელი, მეხანძრეები და მებაჟეებიც. ახლა საბერძნეთი გარე სამყაროს მოწყვეტილია - გაფიცვის გამო დახურულია აეროპორტები და პორტები. მთავრობა აცხადებს, რომ ესმის მოსახლეობის აღშფოთება, მაგრამ გეზის გადახვევას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG