Accessibility links

logo-print

სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რაიონი დააზარალა


წვიმებმა რამდენიმე მდინარის ადიდება გამოიწვია, რასაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ზარალი მოჰყვა. მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა წაიღოდა დატბორა წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება. დატბორილია კარიერის გადამამუშავებელი მინიქარხანაც, სადაც ღია წესით ინერტული მასალის ამოღება ხდებოდა. წყალდიდობამ პრობლემები შექნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთშიც, სადაც წვიმების შედეგად წარმოქმნილი ლაფის გამო გადაადგილება გართულებულია. სოფელ ლაჯანაში ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა 14 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. მდინარე რიონიც გადმოვიდა რამდენიმე ადგილზე გადმოვიდა კალაპოტიდან ამბროლაურის რაიონში, თუმცა, ამის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა.

XS
SM
MD
LG