Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო პარტიებს მოუწოდებს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესს უფრო სერიოზულად მოეკიდონ


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშილმა, საარჩევნო სიების მონიტორინგის ახალი შედეგების წარმოდგენისას განაცხადა, რომ გადამოწმების პროცესში ჩართული პარტიების მიერ მიწოდებული მასალები ხშირად არ ეყრდობა ცესკოს 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გაცემულ ამომრჩეველთა ბაზას. ზურაბ ხარატიშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, მეტი ყურადღება დაეთმოთ საარჩევნო პროცესისთვის.“მონიტორინგში მონაწილე პარტიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ საქმეს, რომელშიც მათ მიიღეს საბიუჯეტო დაფინანსება 100 ათასი ლარის ოდენობით”.- თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG