Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად მიკოლა აზაროვი დაამტკიცა


უკრაინის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად მიკოლა აზაროვი დაამტკიცა. ამ საკითხზე კენჭისყრამდე აზაროვმა პირობა დადო, რომ „აღმოფხვრის ფინანსურ პრობლემებს, შექმნილს წინა მთავრობის მიერ“. აზაროვის თქმით, სახელმწიფო ხაზინა „ცარიელია“ და 2010 წლისთვის რეალისტური ბიუჯეტი უნდა შემუშავდეს. აზაროვის - ყოფილი ფინანსთა მინისტრის და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირის - კანდიდატურა დღეს წამოაყენა ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ. საპარლამენტო კოალიცია 235 დეპუტატს აერთიანებს სულ 450-ადგილიან პარლამენტში. კოალიციაში შედიან იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“, ლიტვინის ბლოკის, კომუნისტური პარტიის საპარლამენტო ფრაქციების წევრები, აგრეთვე დამოუკიდებელი დეპუტატები. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მთავრობას გასულ კვირაში უნდობლობა გამოუცხადეს 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტიმოშენკოს დამარცხების შემდეგ.
XS
SM
MD
LG