Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი გამოდის მოწოდებით, არ გადაიდოს ისრაელისა და პალესტინელების მოლაპარაკების განახლება


აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა მოწოდებით, არ გადაიდოს ისრაელისა და პალესტინელების მოლაპარაკების განახლება. როგორც ბაიდენმა დღეს თელ ავივში განაცხადა, პალესტინელებთან მშვიდობა ისრაელის ინტერესებში შედის. ამ განცხადებამდე, თურქეთმა და რუსეთმა დაგმეს ისრაელის მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელი მოსახლეებისთვის დამატებით 1600 საცხოვრებელი ერთეულის აშენების შესახებ. არაბული ლიგის თავმჯდომარე ამრ მუსას განცხადებით, მას პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა უთხრა, რომ არ ჩაერთვება ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებაში ისრაელის მიერ დასახლებების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. ბადიენს, რომელიც ისრაელში და პალესტინელების ტერიტორიებზე სტუმრობს, გამოთქმული აქვს შეფასება, რომ ისრაელის გეგმა დასახლებების გაფართოების შესახებ, ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას მას შემდეგ, რაც პალესტინელები დაყაბულდნენ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შეერთებული შტატების შუამავლობით.
XS
SM
MD
LG