Accessibility links

logo-print

ესპანეთი რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადიციას სთხოვს


ესპანეთის ხელისუფლება რუსეთის გენერალური პროკურატურისგან კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ტარიელ ონიანის ექსტრადიციას ოფიციალურად ითხოვს - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.

ესპანეთმა ტარიელ ონიანი საერთაშორისო ძებნილად 2005 წელს, ე.წ. რუსული სამშენებლო მაფიის საქმის გამო გამოაცხადა. მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებით, უკანონოდ მოპოვებული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ტარიელ ონიანი რუსეთში შარშან ზაფხულში, მოსკოველი ბიზნესმენის გატაცებისა და მისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. გაზეთი ”კომერსანტი” დღეს იუწყება, რომ რუსეთი მზად არის ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცეს, რადგან მიგრაციის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ის რუსეთის მოქალაქე არ არის
XS
SM
MD
LG