Accessibility links

საბერძნეთი მორიგმა საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა


საბერძნეთი ბოლო თვის მანძილზე უკვე მესამე საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. შეჩერებულია საჯარო სექტორის მუშაობა და ტრანსპორტის გადაადგილება, დახურულია სკოლები. 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის ინიციატორია საბერძნეთის ორი წამყვანი პროფკავშირი. გაფიცულები პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის ეკონომიკური ზომების პაკეტის გამო, რომლის მიზანიცაა ბიუჯეტის თითქმის 13-პროცენტიანი დეფიციტისა და საბერძნეთის საგარეო ვალების შემცირება საჯარო სექტორში ხელფასების შეკვეცის, საპენსიო ასაკის გაზრდისა და გადასახადების გაზრდის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG