Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ინტერნეტ-ცენზურასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს


ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” დღეს ინტერნეტ-ცენზურასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებშიც ინტერნეტის მისაწვდომობა შეზღუდულია. სიაში არიან: კუბა, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა ად საუდის არაბეთი. მეორე სიაში, რომელიც ასევე ორგანიზაციის ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” საიტზე ქვეყნდება, შესულია ის ქვეყნები, სადაც ცდილობენ ინტერნეტის კონტროლს. მათ შორისაა: რუსეთი, ბელარუსი, ავსტრალია და სამხრეთი კორეა.
XS
SM
MD
LG