Accessibility links

ხარატიშვილი მზად არის გადადგეს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის მოსაზრებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესებს პოპულიზმისთვის იყენებენ. “მივმართავ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთიან საარჩევნო სიებში 1 მილიონი ამომრჩეველია ზედმეტი. მოიტანონ სია, სადაც თუნდაც ათასი ამომრჩეველი იქნება ზედმეტი და მზად ვარ გადავდგე თანამდებობიდან”, - დასძინა ხარატიშვილმა პრეს-კონფერენციაზე. რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა ეჭვი, რომ საარჩევნო სიები გაბერილია და რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისათვის ემზადება.
XS
SM
MD
LG