Accessibility links

logo-print

„პრაიმერის“ მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა გურჯაანში საპროტესტო აქცია გამართეს


პრაიმერის მომხრე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს გურჯაანში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდნენ. როგორც რადიო “ჰერეთს” "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კახა კუკავამ განუცხადა, შეხვედრა მხარდამჭერებთან ინფორმაციის გაცვლას და ოპოზიციური პარტიების პრიორიტეტების გაცნობას ემსახურებოდა. “სოფელში არაფერი კეთდება. ტრაქტორები, რომელიც კახეთში ზარ-ზეიმით შემოჰყავთ, გურჯაანის რაიონული პოლიციის ეზოშია გაჩერებული და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ვაპირებთ რუსეთთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ ბაზარზე, ეს ძალიან მალე მოხდება”, - განაცხადა კახა კუკავამ. კახეთში იმყოფება კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, ამავე პარტიის წევრები ბიძინა გუჯაბიძე და კახა კუკავა, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, ასევე “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღესვე ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG