Accessibility links

logo-print

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის პროგრამაზე ალიანსის შტაბ-ბინაში იმსჯელებენ


ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის წლევანდელ ეროვნულ პროგრამაზე დღეს ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში იმსჯელებენ. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეიკრიბება, ეროვნულ პროგრამას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გააცნობს. ამავე სხდომაზე სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ნატოს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენს. ალიანსის დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიერო უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG