Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შედეგებზე საუბარს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აპირებს


”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას კონკრეტულად თბილისის მერის არჩევნებში გაჩეჩილაძის კანდიდატად შესაძლო მონაწილეობაზე არ უსაუბრიათ. ალასანიამ აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძე მის საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავად გააცნობს. ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას არჩევნებისთვის ოპოზიციის კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს. ამასთან, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ამჟამად ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველთან ურთიერთობაა. თავის მხრივ, ლევან გაჩეჩილაძემ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შედეგებზე საუბარს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აპირებს.
XS
SM
MD
LG