Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტრო“ პირველი აპრილიდან მთელ საქართველოზე იმაუწყებლებს


დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტრო“ რეორგანიზაციის პირველ ეტაპს აპრილის ბოლოსთვის დაასრულებს და ეთერში განახლებული საინფორმაციო ბადით გავა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და არხის თანამფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადეს. „მაესტროს „ ხელმძღვანელობის განცხადებით, ტელეკომპანია საქართველოს მასშტაბით სრულყოფილ მაუწყებლობას აპრილის ბოლოდან დაიწყებს, ხოლო არხის სრული რეორგანიზაცია ახალი სატელევიზიო სეზონის დროს _ სექტემბერში დასრულდება. „მაესტროზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანის პოზიციაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ცნობილ ქართველ ჟურნალისტებთან, რომლებიც არხზე საავტორო გადაცემებსაც მოამზადებენ. როგორც არხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „მაესტროს“ მაუწყებლობა 24-საათიანი, საინფორმაციო ხასიათის იქნება. მაუწყებელი საათში ერთხელ, უწყვეტი რეჟიმით საზოგადოებას საქართველოსა და უცხოეთის ამბებს მიაწვდის.
XS
SM
MD
LG