Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: ”ანგარიშის ავტორებმა დაინახეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია”


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ანგარიში კრიტიკულია ყველა, მათ შორის მაღალგანვითარებული ქვეყნების მიმართაც. ”მაგრამ, ანგარიშის ავტორებმა დაინახეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამ მიღწევების გამო ეჭვს, ჩვენდამი ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყნებიც კი არ გამოთქვამენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დუშეთში, სადაც ახალი სპორტული კომპლექსი და სასტუმრო დაათვალიერა.
XS
SM
MD
LG