Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში 43ადამიანი დაიღუპა


43 კაცამდე გაიზარდა მსხვერპლი პაკისტანის ქალაქ ლაჰორში. სხეულის დაზიანება მიიღო 100-მა კაცმა. აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ორმა ფეხით მოსიარულე თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყბილობა მოქმედებაში მოიყვანა ლაჰორში მდებარ სამხედრო ბაზის სიახლოვეს. პასუხისმგებლობა ტერორისტულ თავდასხმაზე არც ერთ ჯგუფს არ აუღია. ლაჰორი ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე იქცა ისლამისტ მოიერიშეთა სამიზნედ. ორშაბათს, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ უშიშროების ძალების შენობასთან მოწყობილი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG