Accessibility links

logo-print

ქართველმა კომპოზიტორმა სიმღერა მიუძღვნა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას


დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი რატი დურგლიშვილი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნება, პირველად უსმენს და კომპოზიტორის აკომპანემენტით პირველ აკორდებს მღერის

დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი რატი დურგლიშვილი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნება, პირველად უსმენს და კომპოზიტორის აკომპანემენტით პირველ აკორდებს მღერის

ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მიუძღვნა სიმღერა, რომელსაც დუეტი ”ჯორჯია” შეასრულებს. კანადელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ ეს უკვე მეორე სიმღერაა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს სამუდამოდ დაუკავშირდა.

დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი რატი დურგლიშვილი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნება, პირველად უსმენს და კომპოზიტორის აკომპანემენტით პირველ აკორდებს მღერის.

სიმღერას ნოდარ ქუმარიტაშვილზე ოთარ ტატიშვილმა ”სიცოცხლე იმედის ფერია” დაარქვა. ეს ფრაზაა სიმღერის ტექსტიდან, რომელიც ნანა ცინცაძეს ეკუთვნის - ცინცაძეს, რომელთანაც ოთარ ტატიშვილს ათწლიანი პროფესიული მეგობრობა აკავშირებს. სიმღერა და კლიპი მალე მზად იქნება. როგორც გითხარით, შემსრულებელიც გარკვეულია. რატი დურგლიშვილი, რომელმაც ჩვენთან ერთად პირველად მოუსმინა მას, ამბობს, რომ მისთვის ამ სიმღერის შესრულება დიდი პატივია:

”ამ ფაქტმა ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. ეს ის არის, რაც უნდა ქართველმა ხალხმა გავაკეთოთ და ვცეთ ამ ადამიანის ხსოვნას პატივი, ვისაც რა გზით შეუძლია.”

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალმილიონიანი აუდიტორიიდან, ვინც ვანკუვერში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. ამ ამბით გამოწვეული ემოცია მან სიმღერად აქცია:

„ძალიან სევდიანი თემის ნაწყვეტი მქონდა გონებაში და ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, მეტი სტიმული მომცა. თავისით წამოვიდა.”

ტექსტიც ძალიან მალე - მელოდიის მოსმენიდან ერთ საათში - დაიწერა. ნანა ცინცაძე იხსენებს, რომ მუსიკამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ლექსი მაშინვე შეიქმნა:

”ეს იყო, ალბათ, ყველა თქვენგანის გულისთქმა, რაც ამ სიმღერაში აისახა და მინდა, რომ ბოლო ჰიმნად დარჩეს ასეთი ტკივილისა.”

ამ სიმღერამდე იყო კიდევ ერთი სიმღერა, კანადელი მომღერლის ავტორობით და შესრულებით - სიმღერა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს ვანკუვერშივე სამუდამოდ დაუკავშირდა.ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე იხსენებს,როგორ მივიდა მათთან მომღერალი მელისა მულდერ ალდერსონი ოლიმპიურ სოფელში და ქართულ დელეგაციას თავისი იდეა გააცნო. ეს ის გოგონაა, რომელიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციას მოუძღოდა წინ.

”ამ სიმღერის ჩაწერის შემდეგ შეგვხვდა და გვითხრა, რომ საქართველოს განადგურებულ დელეგაციას რომ ვუყურებდი ამ ამბის შემდეგ, მეც მათთან ერთად ვგლოვობდი და შემდეგ დამებადა ამ სიმღერის შექმნის იდეაო...”
ოლიმპიადის დღეებში და შემდეგაც კანადაში - კერძოდ, ვანკუვერში - ამ სიმღერას ძალიან ხშირად უსმენდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG