Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთში, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა ბომბი სვატის რეგიონში, ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან გაააქტიურა. გასული წლის დასაწყისში, ადგილობრივ თალიბანთან შეთანხმებების ჩაშლის შემდეგ, პაკისტანის სამხედროებმა სვატზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. 2009 წლის შუა პერიოდში სამხედროებმა სვატის ხეობა დაიბრუნეს - თუმცა ქაოტური ძალადობა დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG