Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ევროკავშირის საპოლიციო ძალებზე თავდასხმა მოხდა


ევროკავშირის საპოლიციო ძალებს კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში, სერბიის საზღვართან ახლოს, დილით ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, პოლიციის მანქანას კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. მანქანა დაზიანდა, მაგრამ პოლიციელებს შორის არავინ დაშავებულა. კოსოვოს ჩრდილოეთი ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული, რომელთა ნაწილი არ აღიარებს კოსოვოს მთავრობას. ევროკავშირის საპოლიციო მისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღევანდელმა თავდასხმამ ჩრდილი მიაყენა რეგიონის მცდელობას, გაწევრიანდეს ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG