Accessibility links

logo-print

ევროპის კომისია: საბერძნეთის შესახებ შეთანხმება არ არსებობს


ევროპის კომისია აცხადებს, რომ ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები ჯერჯერობით არ შეთანხმებულან საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. კომისიის წარმომადგენელმა, ჯონათან ტოდმა ჟურნალისტებს ბრიუსელში უთხრა, „კომისია მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში იმოქმედოსო“, მაგრამ დასძინა, რომ „ტექნიკური სახის სამუშაო გრძელდება და ჯერ არ დასრულებულაო.“ თუმცა მედიაში ხშირად ისმის ვარაუდები, რომ ევროს მოქმედების ზონის წევრები შეთანხმდნენ კოორდინირებულ, ორმრივ შენატანებზემ რომელსაც საბერძნეთს, სურვილის შემთხვევაში, სესხის ან სესხის გარანტიის სახით მისცემენ. საბერძნეთს მწვავე პრობლემად შეუქმნა მასშტაბური სამთავრობო დავალიანების საკითხმა - იმ ფონზე, როცა ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებს.
XS
SM
MD
LG