Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედის იმიტირებული "ქრონიკის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა


ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 13 მარტს გასული “მოდელირებული ქრონიკის” წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად საზოგადოების წარმომადგენლებმა სასტუმრო “რედისონთან” შეიკრიბნენ. აქციაზე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იყო ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც 13 მარტს მოსახლეობაში პანიკის დათესვაში მიიღო მონაწილეობა. აქციაზე შეკრებილთა განცხადებით, მათს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება სიუჟეტის შინაარსთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმირებული არ იყო. ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს “ქრონიკის” იმიტირებული გამოშვება გავიდა ეთერში, სადაც მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
XS
SM
MD
LG