Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: "რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს"


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ქრონიკის” 13 მარტის მოდელირებულ გამოშვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაცემის შინაარსი მოვლენების შესაძლო განვითარებასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. "ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, "ქრონიკის" გუშინდელ მოდელირებულ გამოშვებაში უსამართლოდ იყო მინიშნება საქართველოს შეიაღებულ ძალებზე, თითქოს მათი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდა. სააკაშვილის თქმით, ამ თემასთან თამაში არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG