Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის თქმით, ყანდაარის დაბომბვა გაფრთხილება იყო ნატოსთვის


დღეს თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის დაბომბვა გაფრთხილება იყო ნატოსთვის. თალიბანის წარმომადგენლის, ყარი იუსეფ აჰმადის თქმით, დაბომბვა ნათელყოფს, რომ მეამბოხეები კვლავაც ქმედითუნარიანი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამხრეთში თავი მოიყარეს საერთაშორისო ჯარებმა, რომლებიც პროვინცია ყანდაარში შესასვლელად ემზადებიან. შაბათს განხორციელებულ დაბომბვას 35 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ვერ მოხერხდა ქალაქის ციხეში დაპატიმრებული მეამბოხეების განთავისუფლება, რაც ამ იერიშის მთავარი მიზანი იყო. გუბერნატორ ტურიალაი ვესას თქმით, ის ქაბულისგან მოითხოვს, მეტი ჯარები გაიგზავნოს ამ სამხრეთ პროვინციაში.
XS
SM
MD
LG