Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და მედვედევმა „დამაიმედებელი“ მოლაპარაკებები გამართეს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე


შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა, თეთრი სახლის თანახმად, „დამაიმედებელი“ მოლაპარაკებები გამართეს დოკუმენტის შესახებ, რომელმაც უნდა შეცვალოს 1991 წლის ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შესახებ. მედვედევის წარმომადგენლის თქმით, „ტექსტი ძირითადად შეთანხმებულია“. ორმა ლიდერმა ტელეფონით ისაუბრა. ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების მონაწილეები კი ჟენევაში მართავენ შეხვედრას საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, რომლის მიხედვით, თითოეული მხარე ერთი მეოთხედით შეამცირებს განთავსებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების რიცხვს.
XS
SM
MD
LG