Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი დათანხმდა, ორი უცხოელი დაუშვას საპარლამენტო არჩევნების სამეთვალყურეო კომისიაში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დათანხმდა, შეცვალოს ადრე მიღებული გადაწყვეტილება და ორი უცხოელი დაუშვას სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების სამეთვალყურეო კომისიაში. კარზაის წარმომადგენელმა ვაჰიდ ომარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი თანახმაა, რამდენიმე უცხოელს მისცეს უფლება, სამეთვალურეო ორგანოში შევიდეს, ვინაიდან ქვეყანა დემოკრატიის „გარდამავალ ფაზაში“ იმყოფება. მაგრამ, კარზაის თქმით, სამეთვალყურეო კომისიაში კონტროლი ავღანელების ხელში იქნება. კომისიაში უცხოელების დაშვების გადაწყვეტილება კარზაიმ მიიღო ზეწოლის შედეგად, რომ აღარ განმეორდეს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი ვითარება. შარშანდელი არჩევნები გაყალბების ბრალდებებით იყო დამძიმებული.
XS
SM
MD
LG