Accessibility links

logo-print

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ულტიმატუმს უარყოფს


ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აბჰისიტ ვეჯაჯივა ნაციონალური ტელევიზიით გამოვიდა და უარყო დემონსტრანტების მოთხოვნა გადადგომისა და არჩევნების დანიშნვის შესახებ. არმიის ბარაკების წინ, სადაც ვეჯაჯივაა გამაგრებული ათობით ათასი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინავატრას მხადამჭერია შეკრებილი. ბანკოკში 50 ათასი ჯარისკაცი და პოლიციელია მობილიზებული, თუმცა დემონსტრაცია ჯერ-ჯერობით მშვიდობიანად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG