Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანკუვერის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი კომპენსაციას გადაუხდის ქუმარიტაშვილის ოჯახს


ვანკუვერში დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი (Vanoc) ფულად კომპენსაციას გადაუხდის. საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის, რენე სმით-ვალადის განცხადებით, თანხა დაიფარება ჯანმრთელობის დაცვის საგანგებო სადაზღვევო პროგრამიდან, რომელიც Vanoc-მა ჯერ კიდევ თამაშების დაწყებამდე გააფორმა ერთ-ერთ კერძო სადაზღვევო კომპანიასთან. საკომპენსაციო თანხის დასახელებისგან სმით-ვალადმა თავი შეიკავა, აღნიშნა რა, რომ ეს ქუმარიტაშვილების ოჯახის პირადი სფეროს ხელყოფა იქნებოდა. ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა 12 თებერვალს გამართული ვარჯიშისას, თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და საათში 145 კმ სიჩქარით რკინა-ბეტონის ბოძს შეეჯახა.
XS
SM
MD
LG