Accessibility links

logo-print

რუსეთის რეგიონულ არჩევნებში კრემლის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, შემცირებული უპირატესობით


რუსეთში რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტია წამყვან როლს ინარჩუნებს, მაგრამ შემცირებული უპირატესობით. კვირის არჩევნებს უნდა გაერკვია რვა რეგიონული პარლამენტისა და ათობით ქალაქის საკრებულოების შემადგენლობა, ისევე როგორც ხუთი ქალაქის მერების ვინაობა. პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ რვავე რეგიონულ პარლამენტს გააკონტროლებს, თუმცა მისი პოზიცია შესუსტდა შვიდ მათგანში წინა, 2007 წლის არჩევნებთან შედარებით. ამას გარდა, ქალაქ ირკუტსკის მერის არჩევნებში პუტინის პარტიის კანდიდატი დაამარცხა ოპოზიციური კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა. "ერთიანი რუსეთისადმი" უკმაყოფილების მატების მიზეზად ფასებისა და უმუშევრობის ზრდას ვარაუდობენ. არჩევნებში მონაწილეობის საშუალება 32 მილიონ ამომრჩეველს ეძლეოდა, საარჩევნო უბნებზე მათი 43-მდე პროცენტი მივიდა. რუსეთის ელექტორატი სულ 110 მილიონამდე ადამიანს შეადგენს.
XS
SM
MD
LG