Accessibility links

logo-print

ნეტანიაჰუ: აღმოსავლეთ იერუსალიმში საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა ისრაელთათვის გაგრძელდება


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა ისრაელთათვის გაგრძელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მაღალი რანგის მრჩევლის, დევიდ აქსელროდის განცხადებით, სამშვიდობო პროცესისთვის „დესტრუქციულია“ ისრაელის გეგმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა დასახლებაში დამატებით 1600 საცხოვრებელი ერთეულის აშენების შესახებ. აქსელროდმა, რომელიც ობამას მთავარი მრჩეველია პოლიტიკის საკითხებში, ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში გამოთქვა შეფასებაც, რომ ისრაელის განცხადება იმავდროულად „შეურაცხყოფაა“ შეერთებული შტატებისთვის. ისრაელის განცხადება აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებით 1600 საცხოვრებელი ერთეულის აშენების შესახებ გაკეთდა გასულ კვირაში, ისრაელში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს. მანამდე კი პალესტინელები დაყაბულდნენ ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას წუხილი გამოთქვა მშენებლობის საკითხზე განცხადების გამო, რის შესახებაც მან, თვით ნეთანიაჰუს განცხადებით, წინასწარ არ იცოდა. მანვე გასცა განკარგულება ინციდენტის გამოძიების შესახებ.
XS
SM
MD
LG