Accessibility links

logo-print

ერაყში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა


ერაყის პოლიციის ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა ქალაქ ფალუჯაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მანქანა ქალაქის ცენტრში ააფეთქა. ფალუჯა, რომელიც ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს, ადრე სუნიტი მეამბოხეების დასაყრდენი იყო, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც სუნიტები, მათ შორის მეამბოხეების ნაწილი, ამერიკელი სამხედროების მხარეზე გადავიდა ალ-ყაიდასთან საბრძოლველად. დღევანდელი ინციდენტი პირველი მასშტაბური იერიშია ერაყში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG