Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ოფიციალური პირები დააკავეს წყალდიდობის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა


ყაზახეთის პოლიციამ რამდენიმე ოფიციალური პირი დააკავა რეგიონში, სადაც წყალდიდობამ გასულ კვირაში 34 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მანამდე პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მთავრობას დაავალა, დაიწყოს გამოძიება ალმა-ატასთან პარასკევს კაშხლის დაზიანებასთან დაკავშირებით და მართლმსაჯულებას გადაეცეს პასუხისმგებელი პირები. ნაზარბაევის ამ განკარგულების შემდეგ გავრცელებული განცხადებით, დააკავეს ხუთი ოფიციალური პირი, მათ შორის სოფელ ყიზილ-აგაშის მერი - ეს სოფელი ახლომდებარე კაშხლის დაზიანების შედეგად განადგურდა.
XS
SM
MD
LG