Accessibility links

logo-print

”ქართული მაფიის” წევრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს


ტელეკომპანია ბი-ბი-სის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კოორდინირებულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 69 ადამიანი დააპატიმრეს. ისინი ”ქართული მაფიის” წევრობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულთაგან 24 ადამიანი ესპანეთში აიყვანეს, ძირითადად, ბარსელონასა და ვალენსიაში.

ჟურნალისტის ცნობით, ესპანეთის პოლიცია ამ საკითხზე გამოძიებას ერთი წლის განმავლობაში ატარებდა.

დაპატიმრებები ჩატარდა ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.

ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ფულის ”გათეთრება”, გამოძალვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და იარაღის უკანონოდ შენახვა.

ორი წლის წინ ესპანეთის პოლიციამ რუსული მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა.
XS
SM
MD
LG