Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბა რუსეთში მოლაპარაკებებს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის თემაზე აწარმოებს


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სერგეი შამბა რუსეთში მოლაპარაკებებს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის თემაზე აწარმოებს. მოსკოვში შამბას ვიზიტის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი, ე.წ. ახალი რეალობის დასამკვიდრებლად სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ხშირად შეხვედრას ცდილობს, რასაც სამართლებრივი თვალსაზრისით, რაიმე სერიოზული დატვირთვა არა აქვს.
XS
SM
MD
LG