Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს მეტ პასუხისმგებლობას სთხოვს


”იმედის” ”მოდელირებულ ქრონიკას” დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ”გარე საფრთხეების გამო ვითარება არცთუ მარტივია, მაგრამ ფორმა და შინაარსი კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, მიუღებელია დაზაფრო საზოგადოება, დააფრთხო ინვესტორები და შეურაცხყოფა მიაყენო ქართულ ჯარს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მეტი პასუხისმგებლობა სთხოვა.
XS
SM
MD
LG