Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: მე პრეზიდენტის ბრძანებით უმიზეზოდ გამათავისუფლეს


საქართველოს ელჩს ნიდერლანდის სამეფოში, მაია ფანჯიკიძეს, რომელიც საქართველოში გამოიწვიეს, 15 მარტს შეუწყდა უფლებამოსილება. ყოფილი ელჩი მისი დიპლომატიური მისიის ერთი წლით ადრე შეწყვეტის მიზეზს ვერ ასახელებს, რადგან, მისივე განცხადებით, გამოწვევის ოფიციალური მიზეზი არ არის დასახელებული ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაშიც. თუმცა, მაია ფანჯიკიძეს ნიდერლანდიდან გამოწვევის ორი არაოფიციალური ვერსია აქვს - ერთი ის, რომ იგი ირაკლი ალასანიას ახლო ნათესავია. მეორე კი - რამდენი თვის წინ ნიდერლანდში საქართველოდან ჩასული იყო მაღალი თანამდებობის პირი მეუღლითურთ და იგი უკანონოდ დააკავეს მაღაზიაში. როგორც ფანჯიკიძემ უთხრა ჩვენს რადიოს, თანამდებობის პირმა ჩათვალა, რომ საელჩომ საკადრისი ყურადღება არ მიაქცია ამ გაუგებრობას. რადიო თავისუფლება მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG